სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:  ჩემი სოფლის ფოლკლორი

2. პროექტის მთავარი იდეა: 
მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ მშობლიური სოფლის ფოლკლორული ნიმუშები.

3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები შეისწავლიან მშობლიური სოფლის ფოლკლორის ნიმუშებს. გაეცნობიან სოფლის ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ყოფა-ცხოვრებას, რითაც გაიღრმავებენ სიყვარულს ჩვენი სოფლის, კუთხის, კულტურის შესახებ, ჩაიწერენ და შეკრებენ წინაპართა გამოცდილების რჩევებსა და დარიგებებს.

4. პროექტის მიზნები: 
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის.

5. მოსწავლეთა ასაკი:  10/ 11 წელი;

6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა;

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: 
შეიქმნება ჩვენი სოფლის ფოლკლორული ნიმუშების ჩანაწერები, ფოტომასალა, მოძიებული მასალა დახარისხდება და გამოქვეყნდება ბლოგზე.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. 
3. კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა. 
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით). 5. მოძიებული მასალის დახარისხება. 
6. საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა. 
თითოეული ჯგუფი წარადგენს თავიანთ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით,  აგრეთვე ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალებს 7. შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორ იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა და წვლილი.

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  

. V.2 მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
  • მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: 
  • დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.  

ქ.V.5. მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1. ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარმოსადგენად. 
2. სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
  • მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, სოფლის მცხოვრებლებთან. 
  • ისმენს და ჩაიწერს სხვის მონათხრობს და თავის წვლილს შეიტანს დიდ ეროვნულ საქმეში. 

მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენს წინაპრებს შემოუნახავთ.

11. პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო ურუშაძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  nurushadze1@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი